გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის მთავრობის წევრი არ ვარ , აზრი ნებისმიერ თემაზე შემიძლია გამოვხატო

11-06-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას უკრაინის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ "ფეისბუქის" საშუალებით ეხმაურება.

"ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში.
სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება.
სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის...
მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს"-წერს სააკაშვილი.