გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურამ ნიკოლაშვილი: ელექტორალურად ძალაგამოცლილმა ქართულმა ოპოზიციამ კვლავ ლობისტურ მანიპულაციებს მიმართა

11-06-2020


„ელექტორალურად ძალაგამოცლილმა ქართულმა ოპოზიციამ, რომელმაც იცის რომ უშანსოა გაზარდოს მწირი მხარდაჭერა და ამავე დროს დაღონებულია ხელისუფლების წარმატებით, გაუმკლავდეს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შემოტევებს, შესაყოჩაღებლად კვლავ ლობისტურ მანიპულაციებს მიმართა და ბიძინა ივანიშვილის განაჩენზე ალაპარაკდა. განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, ერთ წინადადებაში მოქცეული წინააღმდეგობრივი მოსაზრება პირდაპირ იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს, რომლის გასაღებიც ნაცმოძრაობის ლობისტურ საქმიანობაშია მოსაძებნი.

როგორც გურამ ნიკოლაშვილი აღნიშნავს, არახალია, რომ ოპოზიცია რევანშის მიზნით არ ერიდება ქვეყნის ინტერესების შელახვას.

„ელექტორალურად ძალაგამოცლილმა ქართულმა ოპოზიციამ, რომელმაც იცის რომ უშანსოა გაზარდოს მწირი მხარდაჭერა და ამავე დროს დაღონებულია ხელისუფლების წარმატებით, გაუმკლავდეს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შემოტევებს, შესაყოჩაღებლად კვლავ ლობისტურ მანიპულაციებს მიმართა და ბიძინა ივანიშვილის განაჩენზე ალაპარაკდა.

დღის თემად იქცა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც მანამდე ააფრიალა ნაციონალურმა მედიამ საქართველოს მასშტაბით, ვიდრე ზედ ამერიკული მელანი გაშრებოდა.

ვნახოთ რა ტექსტზეა საუბარი. ეს არის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის შიდა ფრაქციის თემატური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია ანალიტიკური ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემატურ ჯგუფში გაერთიანებული 13 კონგრესმენი ხელს აწერს ამ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომლის ძირითადი მიზანიც ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დებატში პროტრამპისტული პლატფორმის გაძლიერებაა ჯო ბაიდენის საწინააღმდეგოდ. დოკუმენტში უაღრესად ნეგატიურადაა წარმოდგენილი ბარაკ ობამას პერიოდის გადაწყვეტილებები და აღწერილი რეკომენდაციები მთლიანად კონფრონტაციულ და მილიტარისტულ გადაწყვეტილებებს მოიცავს.

დოკუმენტი წინააღმდეგობრივ პოზიციებს შეიცავს საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ერთის მხრივ ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენი კონტრიბუცია საერთაშორსიო მისიებში და 2017 წელს დაწყებული ორმხრივი სპეციალური პროგრამა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიყიდვასა და რუსული აგრესიის შემაკავებელ ღონისძიებებს. აგრეთვე აღნიშნულია, რომ კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას რუსული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და ქართული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. აქტი ითვალისწინებს ამერიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას სანქციები დაუწესოს ოკუპირებულ ტერიტორებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაში პასუხისმგებელ უცხო ქვეყნის მოქალაქე პირებს.

ამ ფონზე, რემარკა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სრულ წინააღმდეგობაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან, რომელიც უკავშირდება ამერიკის ინტერესებს ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა გამოწვევებთან დაკავშირებით. ივანიშვილი დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ნაცვლად მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციისა. იმ მმართველი პარტიის, რომელსაც უკავშირდება შეერთებულ შტატებთან ზემოთაღნიშნული მჭიდრო ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცება. ყველაზე ოდიოზურია, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილია საქართველოს დესტაბილიზიაციის ფაქტორად და პუტინის მოკავშირედ. ერთ წინადადებაში მოქცეული ეს წინააღმდეგობრივი მოსაზრება პირდაპირ იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს, რომლის გასაღებიც ნაცმოძრაობის ლობისტურ საქმიანობაშია მოსაძებნი.

ნაცმოძრაობის მთავარ ტელევიზიაში პარტიის ლობისტებთან მთავარი წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას გამოყვანა ამ თემაზე ძირითად სპიკერად, აღნიშნული პროცესის ყველაზე მკაფიო ილუსტრაციაა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბათუ ქუთელიამ შეადგინა ხელშეკრულება რენდი შენემანთან ნაცმოძრაობის სახელით, რომელმაც მოგვიანებით დაადასტურა, რომ ნამდვილად სარგებლობს ქუთელიას ანალიტიკური სერვისით.

საარჩევნო პოლიტიკური ბრძოლა მძაფრდება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოშიც. ოპოზიცია რომ რევანშის მიზნით არ ერიდება ქვეყნის ინტერესების შელახვასაც, არახალია. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე გაიხსენა ქართული ოცნების წინააღმდეგ სხვადასხვა დროს დაგეგმილი მსგავსი დემარშები” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.