გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კომპანია ,,არემჯი" სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებს

11-06-2020

ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად კომპანია ,,არემჯი" სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებს

 

დღეს, სოფელ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და კომპანია ,,არემჯის" აღმასრულებელ დირექტორთან თორნიკე ლიპარტიასთან ერთად, მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

ადგილობრივი, საკანონმდებლო ხელისუფლების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, სოფელში წლების განმავლობაში არსებულ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

 

სოფელ ბოლნისის მიმდებარედ კომპანია ,,არემჯის" ფუჭი ქანების სანაყარო ფუნქციონირებს. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარების პროცესში დაეხმაროს.

 

შეხვედრაზე მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემას დეტალურად შეისწავლის, რის შემდეგაც კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

 

,,დღეს სოფელ ბოლნისის მოსახლეობას კომპანია ,,არემჯის" აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შევხვდით, ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება სოფელში არსებული წყლის პრობლემა მოგვარდეს.

კომპანიამ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოპერირებს, კიდევ ერთხელ გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ საკითხში დახმარება აღგვითქვა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის მენეჯმენტს ამ ნაბიჯისთვის",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.