გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა ორი თვის ხელფასები ვერ გასცენ

12-06-2020

საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებმა შესაძლოა ივნისი-ივლისის ხელფასები ვერ მიიღონ. ამის შესახებ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მიზეზად ალექსანდრე ანქვაბმა საბიუჯეტო კრიზისი და ფინანსური სირთულეები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

„არ გაშინებთ, მაგრამ ეს რეალობაა. ეკონომიკური აქტივობების შეჩერებამ მოქალაქეებსა და ქვეყნის ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენა“, - აღნიშნა ანქვაბმა.

imedinews.ge