გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტისას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს

26-02-2018

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 26 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა.

ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ იოანპაშკუსთან დაევროპარლამენტარებთან: ანაგომეშთან, კლერმუდისთან, საჯადკარიმთან, მაიკლგალერთან, დევიდმაკალისტერთან გამართავენ.
 ვიზიტი საქართველოს პარლამენტთან  ევროპარლამენტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ევროპარლამენტის ორგანიზებით გაიმართება და მისი მთავარი თემა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები იქნება.
ქართველი დეპუტატები და ევროპარლამენტარები კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო  ფუნქციის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.


ასევე გაიმართება ევროპარლამენტარებთან ორმხრივი შეხვედრები, სადაც  მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები იქნება.
განხილვის თემა იქნება აგრეთვე, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები.




საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სერგი კაპანაძე, თამარ ხულორდავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი კახიანი, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ნინო წილოსანი არიან, ბრიუსელში ვიზიტს 1 მარტს დაასრულებს.