გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

12-06-2020

9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო პერსონალი, 3 საკარანტინო ზონიდან შემოტანილი შემთხვევა, ორი გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი. ერთის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია, კონტაქტის მოძიება მარტივი არაა, ამ დროს ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს.

„საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნა და იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევების წყაროც მოძიებული იქნება“, - აღნიშნა მარიან ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 83-%-ეს შეადგენს.

„ქვეყანაში იყო 828 დადასტურებული შემთხვევა, ახლა გვყავს 837 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამია. იყო 694 და ახლა არის 697, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 83-%-ეს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 127 დადასტურებული შემთხვევა“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 837 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge