გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ძროხამ კობახიძეს სასამართლოში უჩივლა – რომან გოცირიძის პასუხი კობახიძეს

12-06-2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ონის რაიონული სასამართლოს კართან ძროხა დგას.

 

გოცირიძე ფოტოს ასათაურებს: „ძროხამ კობახიძეს სასამართლოში უჩივლა!”

 

ამ ცინიკურ რეპლიკას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, როცა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ოპოზიცია ძროხას შეადარა.

 

 

ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც ხედავს საზოგადოება. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოპოზიციას მიეჩინოს საკუთარი ადგილი. – თქვა კობახიძემ.

 


პრაიმტაიმი