გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა

12-06-2020

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

CPMR (Conference of Peripheral Maritime Regions) წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს 200 მილიონამდე მოქალაქეს.

CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.

ორგანიზაცია მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ.

აჭარას უნიკალური სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მსგავსი ინიციატივები კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შავი ზღვის რესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს აჭარის მთავრობის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის შესაძლებლობებს.