გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

11 ივნისს კახეთის ხუთ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

12-06-2020

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად 11 ივნისს კახეთის ხუთ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

 

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოსული ფრონტალური ტიპის ატმოსფერული ნალექის მასები ხუთ რაიონში სამ ეტაპად გავრცელდა. სეტყვასაშიში პროცესების გასანეიტრალებლად სისტემამ საერთო ჯამში 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

პირველ ეტაპზე დღის 17:30 საათიდან ღრუბლის მასები სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში გავრცელდა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 9 მმ იყო.


18:00 საათიდან ღრუბელი უკვე  თელავის რაიონშიც გავრცელდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 27 მმ იყო. დამუშავების შედეგად ღრუბელი შესუსტდა და 19:10 საათისთვის გასცდა დასაცავ ტერიტორიას.

18:16 საათიდან ღრუბლის მასებმა გურჯაანის და ყვარლის რაიონები მოიცვა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 58 მმ იყო.


სამივე ეტაპზე 18:11 სთ-დან 19:37 სთ-მდე სარაკეტო დამუშავება აკრძალული ზონების არსებობის პირობებში შეზღუდვებით მიმდინარეობდა.
ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.


გარკვეული რაოდენობის სეტყვის მოსვლა ყვარლის რაიონში დასახლებული ტერიტორიების თავზე, სროლისთვის შეზღუდულ რაიონებში დაფიქსირდა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.