გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ტოტალური თავდაცვის ფორმატში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

12-06-2020

ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ტოტალური თავდაცვის ფორმატში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემუშავებულია ახლებური ხედვა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ცვლილებების ინიცირება თავდაცვის კოდექსის პროექტის ფარგლებში იგეგმება. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სამხედრო რეზერვის რეფორმა და დაგეგმილია რეზერვის სისტემის ამბიციური გეგმის სრულფასოვნად ამუშავება.