გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრმა პანდემიისას გამოჩენილი ორგანიზებულობისა და მზაობისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა

12-06-2020

საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების როლი და აქტიური ჩართულობა გაზგასმით აღნიშნა. მან სამხედრო მოსამსახურეებს პანდემიასთან ბრძოლაში გამოჩენილი ორიგანიზებულობისა და მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მხოლოდ რამდენიმე რიცხვს დაგისახელებთ, რაც მკაფიოდ აჩვენებს ჩვენი სამხედროების შესრულებულ სამუშაოს - 22 მარტიდან მოყოლებული, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით, 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და 2 500 018 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი, რომელთაგან ორ ასეულამდე პირს დაუდგინეს მაღალი ტემპერატურა. ჩვენი სამხედროები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვითარებას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, 85 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე აკონტროლებდნენ. შედეგად, სამხედროებმა, პოლიციელებთან და ექიმებთან ერთად, ეფექტურად ჩაატარეს ყველა საპრევენციო ზომა და საკონტროლო ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.