გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფოთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” სამმა წევრმა დატოვა

12-06-2020

ფოთის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება” სამმა წევრმა: თორნიკე შონიამ, ხვიჩა ცხვიტარიამ და ზურაბ ჩაჩუამ დატოვა.

მათ ახალი ფრაქცია – „ქართული ფესვები“ ჩამოაყალიბეს და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ფესვებს“ შეურთდნენ. როგორც თავად განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოება გახდა.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,ქართული ოცნება“ დაგვეტოვებინა, რადგან უკვე უთანხმოება გვქონდა ერთმანეთში, ვერ ვუგებდით რიგ საკითხებში და ამის გამო დავტოვეთ აღნიშნული პარტია. შევუერთდით პარტია ,,ქართულ ფესვებს“ , რომელიც ახალი შექმნილია. ახალი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის კეთილდღეობასა და საქმის კეთებაზე. დღეს საკრებულოში ჩამოვაყალიბეთ ასევე ფრაქცია ,,ქართული ფესვები“. მართალია, ჩემი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გუნდის შიგნით განიხილებოდა, მაგრამ გადაწყდა ისე, რომ მე მომეხსნა კანდიდატურა და საკრებულოს თავმჯდომარე გახდა მეორე კანდიდატი – ბექა ვაჭარაძე, რომლის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს. იყო სხვა რიგი საკითხები, რის გამოც ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ,,ქართული ოცნება”, – განაცხადა მედიასთან ფრაქცია ,,ქართული ფესვების“ თავმჯდომარემ, თორნიკე შონიამ.

კვირა