გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტი „ჩვენი ჯარი“ 1 102 სკოლაში საპოლეტე ფორმატშია დაწყებული

12-06-2020

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა. 

„მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ახალგაზდებისთვს ჯარის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„1102 სწკოლაში პროექტი ჩვენი ჯარი უკვე საპილოტე ფორმატში დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. აღნიშნული პროექტი მეათე კლასელებისთვის არის გამიზნული. მიგვაჩნია, რომ ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ამ საკითხებში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2020-2021 წლებში კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხები და არ არის მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსესუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციის ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.