ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ონში დავით აღმაშენებლის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩებზე, საავტომობილო გზების დაგვა-გადარეცხვის სამუშაოები განხორციელდა

12-06-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ , შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურთან ერთად, დღეს დილიდან, ქალაქ ონში დავით აღმაშენებლის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩებზე, საავტომობილო გზების დაგვა-გადარეცხვის სამუშაოებს ახორციელებს .

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და წარმომადგენელთან ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილთან ერთად.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურს დახმარებისთვის