გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს

12-06-2020

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკული მოდელის საფუძველზე, უწყება მუშაობს სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე. „გვსურს სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები და ამ საკითხზე ვაპირებ გავმართო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან, ჩვენ გვსურს მეტი კომპანია ჩაერთოს სამხედროებისადმი პრივილეგიების მინიჭების კამპანიაში“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა განათლების მიმართულებით ინიციატივაც გაახმოვანა -  იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსება, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სახელობის სტიპენდია დაენიშნებათ.