გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კვების ობიექტების და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრა გამართა

12-06-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში მდებარე კვების ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეგულაციებისა დაცვასა და დანართი 16-ის შესაბამისად სასტუმროებისთვის განკუთვნილ ზოგად რეკომენდაციებზე, ასევე ნორმებზე, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია.

 

აღნიშნულის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც დამსწრე პირებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მერის მოვალეობის შემსრულებლისაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.