გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიქელწყაროს მოსახლეობას ათეული წლების პრობლემა მოუგვარდა- სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება

12-06-2020

 

სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას ათეული წლები სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარებელი ქონდათ. ისინი ძირითადად ჭის წყალს იყენებდნენ, რომელიც სასმელად არასტანდარტულია.  სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობამ   სასმელი წყალი უკვე მიიღო  მოწყობილი 6 საუბნო ონკანის   საშუალებით.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი მოსახლეობას შეპირდა, რომ მიმდინარე წელს სასმელი წყალი მეტი ინტენსივობით მიეწოდებათ.  ანუ სოფელში მოეწყობა რეზერვუარი და სასმელი წყლის მიღება ოჯახებს უკვე ინდივიდუალურად შეეძლებათ.

მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ზაზა მარიდაშვილს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ლეონიძე.