გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღება ქალაქ თელავშიც შესაძლებელია

13-06-2020


კახეთის რეგიონში მიმდინარე მევენახეობის კადასტრის პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის წარსადგენად მევენახეებს თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისვლა აღარ მოუწევთ; მომსახურების მიღება ქალაქ თელავშიც შესაძლებელი გახდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური ვენახების კადასტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და სრულყოფას უზრუნველყოფს. კადასტრის პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებასა და ორგანიზებულად ჩატარებას.

გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები მევენახეებსა და მეღვინეებს მათთვის საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ; კომუნიკაცია გამარტივდება სააგენეტოსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელთა დიდი უმრავლესობა სწორედ კახეთის რეგიონში მდებარეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში (მისამართი: ქალაქი თელავი, ალაზნის გამზირი).

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იქნებიან ჩართული რთველის მოსამზადებელ სამუშაოებში.