გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში მცხოვრებ 48 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

13-06-2020

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 17 ნიმუშიდან კოვიდდადებითი ერთი აღმოჩნდა. კორონავირუსი გორში მცხოვრებ 48 წლის კაცს დაუდასტურდა, ის „ემბავუდის“ გორის ფილიალის წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

არსებული ინფორმაციით, ის ერთერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა.

სოფელ ხიდისთავში კი, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე 29 წლის მედდა სტუმრად იყო ჩასული, ნიმუშები ეპიდემიოლოგებმა უკვე აიღეს და დღეს გადაიგზავნება ლაბორატორიაში.

თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია შიდა ქართლში 37 პირს აქვს მიღებული, მათზე ეპიდდაკვირვება გაგრძელდება.

ქვეყანაში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge