გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჩვენ ბარში კი არ ვართ, სადაც საჭმელებს ვარჩევთ და ვაჭაშნიკებთ – სააკაშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე

15-06-2020

ჩვენ ბარში კი არ ვართ, სადაც საჭმელებს ვარჩევთ და ვაჭაშნიკებთ. ვიღაცას მოწონს ერთი კოქტეილი და მეორეს მოსწონს სხვა რაღაცა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

 

სააკაშვილის თქმით, ახლა შურის დრო არ არის და ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება წინა პლანზე.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ჩვენს წინააღმდეგ არის ძალიან ვერაგი, ძალიან თავზეხელაღებული, უტიფარი და დაუნდობელი ძალა.

 

ამ პირობებში, როგორ შეიძლება ვიძახოთ, რომ ჩვენ უნდა დავიტოვოთ გზა, ერთმანეთს ვექიშპოთ. ვინ იქნება ბრძოლის წინა ხაზზე, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ხვალ, რომელიღაც ახალგაზრდა ააფრიალებს დროშას და ის იქნება წინა პლანზე. ახლა შურის დრო არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, 13 ივნისს ვიდეომიმართვაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.

 

მის ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი უმრავლესობა სააკაშვილის ამ შეთავაზების განხილვას არ აპირებს.

პრაიმტაიმი