გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსული პრესა: არსებობს ვარაუდი, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცემით მოკლეს

26-02-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოცემულია სამხრეთ ოსეთში, ახალგორის რაიონში მომხდარი ტრაგიკული ფაქტი - საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა კიდევ ორ მოქალაქესთან - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცემის შედეგად გარდაიცვალა.


პუბლიკაციაში, ქართულ და ოსურ წყაროებზე დაყრდნობით, ვრცლადაა აღწერილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გარემოებები და მათთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, „მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას აკონტროლებს“. საქართველო ასევე მიმართავს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე, რათა მკვლელები აუცილებლად იქნენ დასჯილნი.


სტატიაში მოცემულია აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს გამოხატული პოზიცია („არჩილ ტატუნაშვილი მრავალი წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე იდგა... იგი ქართველი მეომარი იყო, რომელიც საერთაშორისო მისიებში მსახურობდა. იგი გაიტაცეს და მოკლეს“), ასევე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამოძიების, დამნაშავეთა აუცილებლად დასჯისა და დაკავებულების გათავისუფლების თაობაზე.


ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ საქართველოს ხელმძღვანელებს აღუთქვა, რომ მისიის წევრები, თავიანთი მანდატის ჩარჩოებში, ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ინფორმაციის გაცვლა [მხარეთა შორის] საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მიზეზების გამოსაკვლევად.