გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში ჩატარებული 128 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

15-06-2020

აჭარა “მწვანე რეგიონის” სტატუსს ინარჩუნებს. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 128 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

უწყების ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 23 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 ათას 113 პირს.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 883 პირი. კარანტინი დატოვა 8 ათას 60-მა პირმა.

ipress