გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე - როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, კორონავირუსიც შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომაზე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან​

15-06-2020

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, გრიპთან ერთად, ​შესაძლებელია, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენ, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge