გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია მეზვრიშვილი: სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობდა დარგის სპეციალისტებთან ერთად, რომ შიდა ტურიზმის გახსნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული

15-06-2020

"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა იმ მხრივაც, რომ როგორც მოგეხსენებათ შიდა ტურიზმი იხსნება ოფიციალურად", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დარგის სპეციალისტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა, რათა ტურიზმის გახსნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული.

„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა იმ მხრივაც, რომ როგორც მოგეხსენებათ შიდა ტურიზმი იხსნება ოფიციალურად. სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობდა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმაზე, რომ შიდა ტურიზმის გახსნისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. ეს რეკომენდაციები არსებობს და დღეიდან ოფიციალურად შიდა ტურიზმი გახსნილად ითვლება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.