15-06-2020
სოფელ ჩანგილარში მისასვლელ გზაზე შპს „საგზაო 7“-მა მეორე პირი ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.
ასფალტის დაგების დასრულების შემდეგ მოეწყობა ეზოში შესასვლელები, გზის მიერთებები, დაიხაზება და დაყენდება საგზაო ნიშნები.
სამუშაოების ღირებულება 687 897 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 2 წელია.
სოფელ ჩანგილარის საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მისი სიგრძე 1220 გრძივი მეტრია. გზის მონაკვეთს ათეული წელი არ ჩატარებია რეაბილიტაცია, ამიტომ გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს სოფლის 700 მოსახლე.
გზის მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.