გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გამყრელიძე: თუ "ავიშვით" მაშინ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკია

15-06-2020

"თუ ჩვენ ამ დინამიკით გავაგრძელეთ სვლა, არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სექტორი და თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს დიდი ალბათობით ამ მეორე ტალღაში შეიძლება არ შევიდეთ. თუ არ იქნება ის მდგომარეობები, რასაც ზოგიერ რესტორნებში ვუყურებთ, პლაჟებზე დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რასაც იძლევიან ჩვენი სამსახურები. ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში.

თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, არც კიდევ სხვა ღონისძიებებს. თუ ისეთი ეპიდსიტუაცია იქნა, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, თუ არ მოვუფრთხილდეთ ჩვენს დიდ მონაპოვარს, თუ "ავიშვით" და როგორც შარშან ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ რა თქმა უნდა არის რისკი, ეპისიტუაციის გაუარესების, ამიტომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იქნება მისაღები საჭირო გახდება ისევ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება თუ არა. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რას გაცემულია", - განაცხადა გამყრელიძემ.

pia