გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ერგნეთში სავარაუდოდ დღეს გადმოასვენებენ

26-02-2018

დღეს, ერგნეთში, არჩილ ტატუნაშვილს ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. ამის თაობაზე, გარდაცვლილის ოჯახსაც შეატყობინეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოფისში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ცხედრის გადმოსვენება დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი იყო. ის 22 თებერვალს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგუშაგოზე, ორ პირთან ერთად, დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვლის დილით ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებული მოულოდნელად გარდაიცვალა, აღიარეს, რომ დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება დაჭირდათ, თუმცა გარდაცვალების ფაქტთან კავშირი გამორიცხეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოჯახის წევრები, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას, სწორედ, წამებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

qartli.ge