გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტი საქართველოს მიერ ოსების გენოციდის აღიარებას ელოდება

15-06-2020

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტი რუსეთის დუმისგან, საქართველოს მიერ 1920 წლის ივნისში, ოსების გენოციდის აღიარებას ელოდება. ე.წ. პარლემნტარი ალან ტადტეევი გამოქვამს რწმენას, რომ რუსეთი გენოციდის ფაქტს დაადასტურებს.

როგორც PIA.GE-სთან საუბარში კონფლიქტოლოგი ზურაბ პატიაშვილი აცხადებს, ეს მოულოდნელი არ იქნება, რადგან რუსეთს უკვე აღიარებული აქვს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა.

"რუსეთის დუმისგან ასეთი გადაწყვეტილებები დიდი სიურპრიზი არ იქნება, იმიტომ რომ ე.წ. დამოუკიდებლობებიც აქვს აღიარებული, შესაბამისად დიდი სიბრძნით ვერ გამოირჩევა მათი გადაწყვეტილებები. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ და შემდგომში ვაღიაროთ ჩეჩნებისა და ინგუშების გენოციდი. რეალურად არავითარი დარეგულირება არ მიდის, არვითარი ნათელი წერტილი... პერსპექტივა. იმის რომ უახლოეს ხანში შეიძლება ურთიერთობის დარეგულირება მოხდეს, ბუნდოვანია", - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტმა შესაბამისი განცხადებით რუსეთის დუმას გასული წლის ივლისში მიმართა, თუმცა მისი განხილვა კორონავირუსის პანდემით გამოწვეული ვითარების გამო გადაიდო და საკითხზე მსჯელობა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ განახლდება.

"ქართულმა ჯარებმა გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის დასახლებები. ქართულმა არმიამ გერმანიის საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით, ოს მშვიდობიან მოსახლეობაზე მასობრივი შეტევა განახორციელა, რომლის მსხვერპლიც რამდენიმე ათასი ადამიანი გახდა. გადარჩენილები იძულებული იყვნენ თავშესაფარი რუსეთში ეძებნათ. საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა და მიიღო პროგრამა სამხრეთ ოსეთის კოლონიზაციისთვის. ოსების მასობრივი მკვლელობები და 1920 წელს საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგი იყო და სამხრეთ ოსეთის ტერიტორაზე ეთნიკურ წმენდას ისახავდა მიზნად”, - ნათქვამია განცხადებაში.

pia