გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პაატა იმნაძე: ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რკინიგზით მგზავრობაა

15-06-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ძლიერი იქნება, ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად იყოს მომზადებული.

რაც შეეხება მატარებლით მგზავრობას, მისი განცხადებით, დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის, ყველაზე უსაფრთხოა.

“რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამ მხრივ რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებით ადვილია მგზავრების კონტროლი, იქ სახელობითი სიებით არის ბილეთები. აქედან გამომდინარე, რკინიგზა ამ შემთხვევაში ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო”, – განაცხადა იმნაძემ.

ipress