გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეპიდემიას ისე, რომ ადამიანებს არანაირი სოციალური და სხვა სფეროების შეზღუდვები არ ჰქონდეთ

15-06-2020

"საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური დაგროვილი რესურსი, რომლითაც შეძლებს სოციალური დახმარების სახით, თვეები და წლები მოემსახუროს თავის მოქალაქეებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამიტომ, ეკონომიკის გახსნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.


„დღეს, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რასაც ვეძახით ადაპტაციას. ადაპტაცია, რაც ჩვენთვის ნიშნავს, ვირუსი იქნება, უნდა გამოვავლინოთ სწრაფად, ვუმკურნალოთ და ადამიანებმა, ჩვეულებრივად უნდა იშრომონ, მიიღონ ხელფასი, უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და უნდა იყოს არჩევნებიც. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მართოს ეპიდემიას ისე, რომ ადამიანებს არანაირი, მათი სოციალური და სხვა სფეროების შეზღუდვები არ ჰქონდეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.