გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გერმანიის ელჩი: სიხარულით ვასრულებ პრემიერის მოწოდებას საქართველოში მოგზაურობასთან და რეგიონებში სტუმრობასთან დაკავშრებით

15-06-2020

სიხარულით ვასრულებ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას საქართველოში მოგზაურობასთან, აქ ხანგრძლივი არდადეგების გატარებასთან და სხვადასხვა რეგიონში სტუმრობასთან დაკავშრებით,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახთან ერთად მოგზაურობს ყოველ შაბათ-კვირას და უკვე ასრულებენ პრემიერის მოწოდებას.

„მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს, რომელიც ბოლო კვირებსა და თვეებში ასე მტკიცედ დაუხვდა კრიზისს, რაც კარგად მეტყველებს მის ხასიათზე. თქვენს ქვეყანაში ცხოვრება დიდ სიმტკიცეს მმატებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.