გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს! – კადიროვის მუქარა ქართველ ჟურნალისტს

15-06-2020

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა “ეხო მასკვიზე” 1 წლის წინ, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის წერილი გამოაქვეყნა.

 

“ნაგავი და არამზადა! მხოლოდ ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია” – ასე იწყება კადიროვის წერილი.

 

“ის არ არის არც კავკასიის შვილი, არც მამაკაცი, არც მთიელი. კავკაციაში მამაკაცი ასეთ სიტყვებს მოსისხლე მტრის მიმართაც კი არ წარმოთქვამს.”

 

წერილში კადიროვი გაბუნიას ლაჩარს უწოდებს და ამბობს, რომ მისი საქციელი ქართველი ხალხის სირცხვილია.

 

“ყველაფერი ისე მოხდა, როგორც არხზე ჰქონდათ ჩაფიქრებული და შესაძლოა რუსთავი 2-ის კედლებს გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბუნიას ეთერიდან პირველივე წუთებში გათიშავნდენ.”

 

კადიროვის თქმით შეურაცხყოფა მიადგა არა რუსეთის პრეზიდენტს, არამედ რუს ხალხს და ამის გამო საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ოფიციალური და საჯარო ბოდიში უნდა მოიხადონ.

 

“ჩვენ მუდმივად ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს ვერ ვამჩნევთ, რომ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან ხაზგასმით მტრულ გამოსვლებს. ამიტომ აუცილებელია ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთის მოქალაქე ქართველებს არ შეეხებათ… შეუძლებელია არხის ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვა. ამიტომ მომხდარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს მხრიდან კარგად დაგეგმილ საზიზღარ აქციად, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 დღის შემდეგ ყველა გზა და ბილიკი უნდა დაიკეტოს საქართველოდან და საქართველოსკენ.

 

მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს. გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს, თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს.” – წერს კადიროვი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ “პოსტ სკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მომხდარის გამო მაყურებელს მაშინ ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას კი უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა.

პრაიმტაიმი