გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კელი დეგნანი: ეს არის ჩემი ზაფხული, რომელსაც საქართველოს გაცნობაში გავატარებ

15-06-2020

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა, როცა საქართველოში ხელახლა იხსნება ტურიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლებმა მოუსმინეს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც ილაპარაკეს იმ კვლევის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა, რადგან უზრუნველეყო, რომ ხელახლა გახსნა მიმდინარეობს ფრთხილად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ - რათა აქ ჩამოსული ტურისტები სრულად ეზიარონ ყოველივე იმას, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი ტურისტები მოუთმენლად ელიან საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას.

„ეს იყო ძალიან გრძელი სამი თვე ყველასთვის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ვიწყებ სამუშაო მოვალეობების შესრულებას, რადგან ეპიდემია ჩემო ჩამოსვლისთანავე დაიწყო. მაგრამ ის, რის მოწმენიც ჩვენ გავხდით, ყოველთვის გვაერთიანებს ისე, როგორც ეს მხოლოდ კრიზისს შეუძლია. ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულუხვად ეხმარებოდნენ ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რა გველის წინ. ვიცი, რომ ამერიკელი ტურისტები მოუთმენლად ელიან საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. მე პირადად ერთი სული მაქვს მოვიარო საქართველო. ასე რომ, მე ნამდვილად მოვუსმენ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას. ეს არის ჩემი ზაფხული, რომელსაც საქართველოს გაცნობაში გავატარებ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.