გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარინა ეზუგბაია: არ გვაქვს ინფიცირების ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

16-06-2020

„დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გვაქვს. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. კვლავ რჩება სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვა რეკომენდაციად“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 879 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 724 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 267 ადამიანი რჩება.