17-11-2017
ოქტომბერსა და ნოემბერში სამცხე–ჯავახეთში ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 12 პირი მიეცა. ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილების მიზნით, აქტიურად მუშაობს. 2017 წლის ოქტომბერში და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 12 პირი მიეცა. ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"