გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში 31 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა

16-06-2020

კასპში,    აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ  31 ოჯახს  სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა. წყალმომარაგების კომპანიის კასპის სერვისცენტრმა სასმელი წყლის სისტემა  ხელახლა გაიყვანა. ასევე აღდგენილია სოფელ მრგვალი ჭალის მაგისტრალი, რამაც 25 წლის შემდეგ  450 აბონენტს სასმელი წყლის  24 საათიანი მიწოდების საშუალება მისცა.

ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები  მადლობას უხდიან საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის მხარის უფროსს ბაჩო  ცაცუას, კასპის სერვისცენტრის მენეჯერს ჯუმბერ თავშავაძეს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას.

მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის ფინანსებს ხარჯავს სასმელი წყლის პრობლემების მოსაგვარებლად, მაინც არსებობს.  

2013 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში 100 890 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალია რეაბილიტირებული და მოწყობილი,  სამუშაოებზე კი 15 მილიონ ლარზე მეტია  დახარჯული. მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად აგრძელებს  სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების სამუშაოებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.