გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების თანამედროვე გადაწყვეტა აგრობიზნესისთვის

16-06-2020

United Fresh გამოფენა უმსხვილესი საერთაშორისო ასპარეზია სასურსათო პროდუქციის სფეროს პროფესიონალთათვის, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მყიდველსა და ექსპორტიორს უყრის თავს, ეხმარება მათ ბიზნესის განვითარებასა და ახალი კონტაქტების მოძიებაში. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა ღონისძიება ონლაინ სივრცეში გადაიტანეს და დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ვირტუალურ სავაჭრო ბაზრობაში 32 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდანაც.

 

ქართულ პროდუქციას, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის 17, ხოლო “აწარმოე საქართველოს” 5 ბენეფიციარი კომპანია წარადგენს.  ვირტუალურ გამოფენაზე კომპანიები სხვადასხვა ორგანულ, დამუშავებულ და ახლად მომზადებული პროდუქციას (თხილი, წვენი, ჩაი, გამომშრალი ხილი (ჩირი), თაფლი და ყველი) წარადგენენ.

 

ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ სესიებს პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში, ვირტუალურ საგამოფენო დარბაზს, სადაც ექსპონენტები უმასპინძლებენ დარგის სპეციალისტებს, გასცემენ საკუთარ პროდუქციაზე მასალებს და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ვირტუალურ რეჟიმში დაათვალიერონ საწარმოები. გარდა ამისა, ვირტუალური გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე მისი ხანგრძლივობაა. ონლაინ პლატფორმა გახსნილი იქნება 15 ივნისიდან 1 სექტემბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ნებისმიერ მყიდველს შეეძლება შემოსვლა, პროდუქციის დათვალიერება და ექსპორტიორებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.