გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პაატა იმნაძე: ბანაობა საშიში არაა, საშიშროება ხმელეთზე დგება

16-06-2020

ვირუსი ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა, მაგრამ არის დავა, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ფეკალიებიდან გამოყოფილი ვირუსი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

ფეკალიებიდან ვირუსის გადაცემის გზა ჯერ დადასტურებული არაა, შესაბამისად დღეისთვის უსაფრთხოდ ითვლება როგორც ზღვაში, ასევე აუზებში ბანაობა, მით უფრო აუზები იქლორება. ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ. ასევე რისკის ფაქტორია გასახდელები. აქ ყველა რეკომენდაცია მკაცრად გასათვალისწინებელია. ზღვაზე ბანაობაც კარგია, აუზებიც მალე გაიხსნება და მშვენიერია, მაგრამ ხმელეთზე მკაცრად მოგვიწევს რეგულაციების დაცვა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

imedinews.ge