გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ეპიდემია გრძელდება, მაგრამ ის კონტროლს ემორჩილება

16-06-2020

არც ორნიშნა ციფრი გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და არც ნული. ეპიდემია გრძელდება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ის მართვადია და კონტროლს ემორჩილება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მეტად გავფრთხილდეთ და უფრო მეტად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge