16-06-2020
ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
6 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. არასრულწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.