გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლაშა ნაცვლიშვილი: დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, რა და როგორ შეიძლებოდა გაფორმებულიყო ეს დანაშაულებრივი ქმედება რომ სისრულეში მოეყვანათ

16-06-2020

"ასეთი ტიპის დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აღეკვეთა, ალბათ, აღლუმს მოაწყობდნენ ავიაციის გამოყენებით", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას მოსალოცად გვაქვს საქმე, ვინაიდან მომზადების სტადიაზე აღიკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

"ეს არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა, არამედ - შეიძლებოდა, ყოფილიყო ტრიგერი ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესებისა. ამ ტელევიზიის კედლებისთვის „ქრონიკის“ მოდელირება არ უნდა იყოს უცხო და დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, რა და როგორ შეიძლებოდა გაფორმებულიყო ეს დანაშაულებრივი ქმედება რომ სისრულეში მოეყვანათ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობასა და მის ხელმძღვანელს. მე გარკვეული სენტიმენტებიც მაკავშირებს ამ სახელმწიფო უწყებასთან. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით. ვიცი, რა არის ტერორიზმთან და ზოგადად, მუშაობის სირთულე. არა მხოლოდ ის, რომ აცილებულია დანაშაული, ალბათ, შეამჩნევდით, - საუბარია არა მხოლოდ ეთიკაზე, არამედ იმაზე - ესთეტიკაც როგორი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოდელირებული ქრონიკის მეორე სერია რომ განვიხილოთ, ასეთი ტიპის დანაშაული სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აღეკვეთა, ალბათ, აღლუმს მოაწყობდნენ ავიაციის გამოყენებით“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.