გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ Covid-19-ის შეკავების პროცესის ეფექტიან მართვას

16-06-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პანდემიის ფონზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ და დროულ რეაგირებას კორონავირუსის შეკავების და მართვის პროცესთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება მყარი ნარჩენების და მაჭახელაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით.