გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს პირველი არხი შენობას ყიდის

16-06-2020

საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის და მაუწყებლობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეძენის მსურველთათვის, საქართველოს პირველი არხის მიერ რამდენიმე პირობაა მითითებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"- გასაყიდი უძრავი ქონების განკარგვა/სარგებლობას მყიდველი შეძლებს 2023 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, მაუწყებელი გადავა ახალ შენობაში და გამოათავისუფლებს გასაყიდ ქონებას;

- გასაყიდი ქონების საფასურის 1-ლი ნაწილი - 40 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას აუქციონის დასრულებიდან (გამარჯვებულის გამოვლენიდან) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

- გასაყიდი ქონების საფასურის მე-2 ნაწილი - 10 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2021 წლის 1 ივლისამდე;

- გასაყიდი ქონების საფასურის მე-3 ნაწილი - 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

- გასაყიდი ქონების საფასურის მე-4 ნაწილი - 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2023 წლის 1 აპრილამდე", - აღნიშნულია ვებგვერდზე.