გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი აზერბაიჯანის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა

16-06-2020

სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი აზერბაიჯანის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, მარეხი ბექაიამ განუცხადა.

„სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი არის 60 წლამდე კაცი. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და საქართველოში სატვირთო ავტომობილებით მოძრაობდნენ. საზღვარზე მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი იყო, გადმოიყვანეს კლინიკაში, სადაც PCR-ტესტი ჩავუტარეთ და დიაგნოზი დადასტურდა. მესამე ინფიცირებული საქართველოს 20 წლის მოქალაქეა, ის მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრში გააგრძელებს. კორონავირუსი მას ბებიისგან გადაედო, რომელიც ასევე მცხეთაში მკურნალობს. სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ბექაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 882 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.