გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: არც ორნიშნა რიცხვი და არც ნული, არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, ეპიდემია ქვეყანაში გრძელდება

16-06-2020

კორონავირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა იკლებს - ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ტენდენციებზე, რომელიც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე გამოიკვეთა. არსებული დამაიმედებელი მდგომარეობის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რეკომენდაციები დაიცვან.

"არც ის ორნიშნა რიცხვი და არც ეს ნული, არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, ეპიდემია ქვეყანაში გრძელდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ის არის მართვადი და ემორჩილება კონტროლს, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მეტად დავიცვათ სიფრთხილე და ის რეკომენდაციები, რასაც  ჯანდაცვის სექტორი იძლევა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

რუსთავი2