გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ მართლა ესეა და "უტყუარი" ინფორმაცია აქვთ, რატომ არ შეატყობინეს სუსს და სხვა ძალოვან სტრუქტურებს? რას ელოდნენ? რატომ არ დგანან ეხლა მაინც სუსში რიგში, რომ გამოძიებას დაეხმარონ?

16-06-2020

მოკლედ, ბევრი კითხვებია ოპოზიციასთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან", თან კითხვების საბაბს თვითონ, თავიანთი ბრიფინგებით და გამოსვლებით იძლევიან -ასე ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე განხორციელებული დაკავების ფაქტს.

"არავინ მათ არ აძალებდათ, რომ გამოსულიყვნენ: რა იციან, რომ გაბუნიას მკვლელობას კადიროვი გეგმავდა? თან ამას ძალიან "თავდაჯერებით" ამტკიცებენ; რა იციან, რომ ეს ყველაფერი უკრაინიდან იმართებოდა? თუ მართლა ესეა და "უტყუარი" ინფორმაცია აქვთ, რატომ არ შეატყობინეს სუსს და სხვა ძალოვან სტრუქტურებს? რას ელოდნენ? რატომ არ დგანან ეხლა მაინც სუსში რიგში, რომ გამოძიებას დაეხმარონ? თუ იცოდნენ ეს ყველაფერი, და როგორც ჩანს, თვითონ ამბობენ რომ იცოდნენ, რატომ წინასწარ არ შეატყობინეს სამართალდამცავებს მანამ სანამ იმ ჩეჩენ/ინგუშს არ დაიჭერდნენ, რას ელოდნენ? მეგობრებო, ძალიან ხომ არ გაიხლართეთ?"-აცხადებს მჭედლიშვილი.