26-02-2018
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 54 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება გულმკერდის არეში აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტროსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
"ინტერპრესნიუსი"