გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე: არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი ემუქრება

17-06-2020


საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა.

„არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.