გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გრიგოლ ვაშაძე: სასწრაფოდ დავაბრუნებთ ქუთაისში პარლამენტს და დავამატებთ კიდევ მთავრობას

17-06-2020

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში  მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისს აქვს იმის პოტენციალი, რომ ქალაქი სამხრეთ კავკასიის ტურისტული ჰაბი გახდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

„ქუთაისს სჭირდება კანონი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს მის სტატუსს, რომ მერე არცერთი გათავხედებული პროვინციალი, რომელიც თბილისში ჩაჯდება რომელიმე კაბინეტში, აღარ შეეხოს ამ ქალაქის მომავალს. მეორე, სასწრაფოდ დავაბრუნებთ აქ პარლამენტს და დავამატებთ კიდევ მთავრობას, იმიტომ რომ ეს ქალაქი ბუნებრივად არის ამისთვის გაჩენილი. ქუთაისს წყნარად შეუძლია იყოს სამხრეთ კავკასიის ტურისტული ჰაბი. იმედი არ გქონდეთ, რომ „ქართული ოცნება“ რამეს გააკეთებს, სანამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია არ მოიგებს არჩევნებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები