გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაადასტურეს

17-06-2020

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 3 პაციენტი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, ერთი კი - სამხედრო მოსამსახურე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ოთხივე კარანტინში იმყოფებოდა.

დე ფაქტო ხელისუფლებას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 81 შემთხვევა და მათგან 43-ის გამოჯანმრთელება.

პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

რადიო თავისუფლება